ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველი აარონ რემზი დიდი ალბათობით, „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახდება. გავლენიანი იტალიური გამოცემები, მათ შორის, Corriere Dello Sport-ი და Tuttosport-ი დამაჯერებლად იტყობინებიან, რომ უელსელი ზაფხულში ტურინელთა წევრი გახდება.იტალიური მედიის ცნობით, 27 წლის ფეხბურთელი და “იუვე” უკვე შეთანხმდნენ.
რემზის „არსენალთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება და გადაწყვეტილია, რომ გუნდს დატოვებს. შედეგად, „იუვეს“ მისი დამატება თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება.
სწორედ ეს გარემეობა აძლევს „იუვენტუსს“ იმის შესაძლებლობას, რომ რემზის მაღალი ხელფასის გადახდა, კერძოდ 10 მილიონი ევრო შეძლოს.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ თავისუფალ აგენტებს თითქმის ყოველ ზაფხულს იმატებს და ბოლო ასეთი შენაძენი გერმანელი მერე ჯანი გახლავთ.