ტურინის „იუვენტუსში“ შესაძლოა ალვარო მორატა დაბრუნდეს. მას შემდეგ, რაც ლუის სუარესის ტრანსფერი საბოლოოდ შეთანხმდა, ხოლო ედინ ჯეკოს „რომადან“ დამატება ჯერ კიდევ პრობლემურია, ტურინელებმა აქცენტი „ატლეტიკოს“ ფოვარდზე გააკეთეს.
აღსანიშნავია, რომ მადრიდული გუნდი სწორედ ლუის სუარესს შეუთანხდა და გადაწყვეტილია, რომ ურუგვაელი „ატლეტიკოში“ გადავა. შესაბამისად, მორატას ადგილი დიეგო სიმეონეს გუნდში პრაქტიკულად არ დარჩება.
As-ის ინფორმაციით, „იუვე“ მზადაა 1-წლიან იჯარაში 10 მილიონი ევრო გადაიხადოს, ხოლო ერთი წლის შემდეგ 45 მილიონი ევრო დაამატოს და გამოსყიდოს. ამრიგად, ტრანსფერის ღირებულება ჯამში 55 მილიონ ევროს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ ალვარო მორატა „იუვენტუსში“ 2014-2016 წლებში თამაშობდა და გუნდის მაშინდელ წარმატებებში დიდი წვლილიც შეიტანა.