ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს პირველ ტურში გენუის „სამპდორიას“ დეიან კულუსევსკის, ლეონარდო ბონუჩისა და კრიშტიანუს რონალდუს გოლებით 3:0 მოუგო. გთავაზობთ ამ მატჩში დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებს.
1 -დეიან კულუსევსკის „იუვენტუსში“ სადებიუტო გოლის გასატანად ბურთთან 6 შეხება და კარში პირველივე დარტყმა ეყო.
2 – კულუსევსკი მხოლოდ მეორე ფეხბურთელია სერია A-ში, რომელიც 2000 წლის 1 იანვრის შემდეგ დაიბადა და მინიმუმ 11 გოლი გაიტანა. იგივე შედეგი მხოლოდ მოიზე კინს აქვს. კულუსევსკი მეოთხე შვედი გახდა ჰამრინის, მელბერგისა და იბრაჰიმოვიჩის შემდეგ, რომელმაც „იუვენტუსში“ გოლი გაიტანა.
5 – „იუვენტუსმა“ ბოლო ხუთი სეზონის სასტარტო მატჩი მოიგო და ეს სერია A-ს ისტორიაში პირველი ტურისთვის სარეკორდო შედეგია.
19 – კრიშტიანუ რონალდუმ ზედიზედ მე-19 სეზონში მოახერხა გოლის გატანა. პორტუგალიელს „სამპდორიასთან“ ოთხჯერ უთამაშია და ყველა შეხვედრაში გოლი გაუტანა.
100 – ვოიცეხ შჩესნიმ ტურინის „იუვენტუსის“ მაისურით საიუბილეო მე-100 თამაში ჩაატარა.
8 – ლეონარდო ბონუჩი ერთადერთი მცველია, რომელმაც სერია A-ში გოლი გაიტანა. „სამპდორიას“ მან კარიერაში მეორე გოლი გაუტანა.