ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ ახალი სეზონი გოლით დაიწყო და „სამპდორიასთან“ (3:0) მატჩი შეაფასა. იტალიელი მცველის განცხადებით, პირლო დიდ სიმშვიდეს გადასცემს ფეხბურთელებს.
„მოედანზე ახალი იდეებით გავედით და მატჩის ინტერპრეტაციის ახალი გზით, შეტევის სურვილით. გაგვიმართლა, რომ ვმუშაობთ გუნდში, რომელიც შედგება კაცებისგან, რომლებმაც იციან, როგორი უნდა იყვნენ გასახდელში, სადაც დიდი ჩემპიონები არიან და ეს ყველაფერს ამარტივებს.
გასულ წელთან შედარებით ახლა უფრო ერთი-ერთზე ვთამაშობთ და ასე უფრო აგრესიულები ვართ, გვყავს ოთხი ცენტრალური ნახევარმცველი, რომელმაც აქვთ ამგვარი თვისებები.
პირლო საოცარ სიმშვიდეს გადმოგვცემს, როგორიც ეს იყო მაშინ, როდესაც თვითონ თამაშობდა. შეგეძლო ბურთი ხუთი მეტოქის გარემოცვაში მიგეცა და მას არ დაკარგავდა. ის უფრო მეტად ალეგრის წააგავს, ვიდრე სარის, ჩვენ დიდ პატივს ვცემთ მას და ახლახან დაწყებული გზა დიდ სიხარულს მოგვიტანს“, – თქვა ბონუჩიმ.
აღსანიშნავია, რომ ბონუჩი ერთადერთი მცველია, რომელმაც სერია A-ს ბოლო რვა სეზონში გოლის გატანა მოახერხა. „იუვენტუსი“ შემდეგ მატჩს 27 სექტემბერს, სტუმრად „რომასთან“ გამართავს.