ტურინის „იუვენტუსს“ მოიზე კინის დაბრუნება სურს. იტალიური მედია ამის შესახებ აქტიურად წერს. კინი ამჟამად პსჟ-ში თამაშობს, მაგრამ ლივერპულის „ევერტონის“ საკუთრებაშია და შესაბამისად, ინგლისურ გუნდს უნდა მოელაპარაკოს.
„ევერტონი“ იტალიელ ფორვარდში 50 მილიონ ევროს ითხოვენ და Gazzetta Dello Sport-ი წერს, რომ „იუვე“ მზადაა მერიჰ დემირალი შესთავაზოს ინგლისური გუნდის ხელმძღვანელობას, სანაცვლოდ კი კინი მიიღოს.
მოიზე კინი „იუვენტუსის“ აკადემიის აღზრდილია და 2018-2019 წლების სეზონში სერია A-ში 13 მატჩში 6 გოლიც გაიტანა.
თუმცა, იმავე ზაფხულს „ევერტონში 27.5 მილიონ ევროდ გაყიდეს, რადგან ფეხბურთელს კონტრაქტი 2020 წელს ეწურებოდა. სხვათა შორის, მოიზემ „ევერტონის“ შემადგენლობაში დამკვიდრება ვერ მოახერხა (37 მატჩი, 4 გოლი), მაგრამ პსჟ-ში მიმდინარე სეზონს მიუხედავად დიდი კონკურენციისა და კარგად ატარებს – 33 თამაში, 16 გოლი.