ტურინის „იუვენტუსი“ ჯანლუიჯი დონარუმასთვის ბრძოლას აპირებს. Corriere Dello Sport-ი იტყობინება, რომ 20 წლის მეკარემ „მილანთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა.
მიუხედავად იმისა, რომ „როსონერიმ“ ჯანლუიჯის გაუმჯობესებული ხელშეკრულების პირობების შესთვაზა, მაინც უარი მიიღო.
ამიტომაც, „იუვე“ საქმეში დიდი ალბათობით ჩაერთვება და დონარუმას ტრანსფერზე მუშაობის დაწყებას გეგმავს.