მთავარი / სიახლეები / “ლევერკუზენი” – “იუვენტუსი”: სტატისტიკა

“ლევერკუზენი” – “იუვენტუსი”: სტატისტიკა

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსი“ მორიგ მატჩს ჩაატარებს და „ლევერკუზენს“ გერმანიაში ესტუმრება. გთავაზობთ ამ შეხვედრის წინ არსებულ სტატისტიკურ მონაცემებს.

„იუვენტუსი“ და „ლევერკუზენი“ აქამდე სამჯერ შეხვედრილან. სამივე ჯერზე მასპინძლებმა მოიგეს. ორჯერ „იუვენტუსმა“ ტურინში (4:0 და 3:0), ერთხელ „ელევერკუზენმა“ 2002 წლის მარტში 3:1.

„იუვენტუსმა“ გერმანულ გუნდებთან ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 7 მატჩიდან სტუმრად ერთადერთხელ მოიგო (2 ფრე, 4 წაგება). ეს 2015 წლის მარტში „დორტმუნდთან“ მოხდა – 3:0.

2014 წლის ნოემბრის შემდეგ „ლევერკუზენს“ ზედიზედ სამი თამაში ჩემპიონთა ლიგაზე არ მოუგია.

მხოლოდ ორ გუნდს აქვს ერთ სეზონში უფრო მეტი ავტოგოლი გატანილი, ვიდრე „ლევერკუზენს“ (სამი). „ინტერი“ 2002-2003 წლების სეზონშ (ოთხი ავტოგოლი), „ბარსელონა“ 2017-2018 წლების სეზონში (ხუთი ავტოგოლი).

„ლევერკუზენს“ ევროსარბიელზე საკუთარ მოედანზე ჩატარებულ ბოლო 17 მატჩში მხოლოდ ორი აქვს წაგებული (8 მოგება, 7 ფრე). ეს ორი წაგება იყო „ატლეტიკოსთან“ (2017 წლის თებერვალში) და „ლოკომოტივთან“ მიმდინარე წლის სექტემბერში.

„იუვენტუსს“ მიმდინარე სეზონში თამაში არ წაუგია (4 მოგება, 1 ფრე). ბოლო ოთხი თამაში კი მოიგო.ბოლოს ტურინელებმა ჯგუფური ეტაპი წაუგებლად 2016-2017 წლების სეზონში დაასრულეს და შემდეგ ფინალში გასვლა შეძლეს.

მაურიციო სარიმ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ოთხი თამაში მოიგო და ეს უფრო მეტია, ვიდრე მანამდე 13 თამაშში ჰქონდა მოგებული (3 მოგება, 3 ფრე, 7 წაგება). ბოლო იტალიელი მწვრთნელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 5 თამაში ზედიზედ მოიგო მასიმილიანო ალეგრია („იუვენტუსთან“ ერთად 2017 წლის აპრილში).

პეტერ ბოშმა ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ორი თამაში მოიგო, იმის ფონზე, რომ მანამდე 9 თამაშში გამარჯვება არ ჰქონდა მოპოვებული (2 ფრე, 7 წაგება).

კრიშტიანუ რონალდუს ჩემპიონთა ლიგაზე გერმანული გუნდების წინააღმდეგ 24 მატჩში 27 გოლი ქვს გატანილი. ეს რეკორდია ერთი ფეხბურთელისთვის ერთი კონკრეტული ქვეყნის წარმომადგენლების წინააღმდეგ.

პაულო დიბალამ ჩემპიონთა ლიგის ბოლო სამ თამაშში სამი გოლი გაიტანა და ეს უფრო მეტია, ვიდრე მანამდე 10 შეხვედრაში ჰქონდა გატანილი (2). გასული სეზონის სტარტიდან მოყოლებული დიბალა „იუვენტუსის“ საუკეთესო ბომბარდირია ჩემპიონთა ლიგაზე (8 გოლი).

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …