როდრიგო ბენტანკურის რეაბილიტაციის პერიოდი კარგად მიმდინარეობს და შესაძლოა მოედანს იმაზე მალე დაუბრუნდეს, ვიდრე ნავარაუდევი იყო.
ურუგვაელს თითქოს 10 დღე უნდა დაესვენა, მაგრამ Tuttosport-ის ცნობით, შესაძლოა კვირას „უდინეზესთან“ თამაში მოახერხოს. ეს მაურიციო სარისთვის ძალიან კარგი ინფორმაციაა, რადგან უდინელებთან სამი ხედირა ტრავმის, ხოლო მირალემ პიანიჩის დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს.
გარდა ამისა, აარონ რემზისა და დუგლას კოშტას ირგვლივაც კარგი ამბებია. ორივე ფეხბურთელი ახლოსაა გამოჯანმრთელებასთან და შესაძლოა „უდინეზესთან“ სამატჩო განაცხადშიც მოხვდნენ.