ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში „ლიონის“ თავდამსხმელის, მემფის დეპაის დამატებას აპირებს, რომელიც თავისუფალი აგენტი ხდება და შესაბამისად, მისი შეძენა უფასოდ იქნება შესაძლებელი.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, „იუვე“ დეპაისთვის ბრძოლაში ფავორიტია, თუმცა ფეხბურთელებს მსურველები არ აკლია, მათ შორის არიან „ბარსელონა“ და ინგლისური გუნდები. თავად ნიდერლანდელ შემტევს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.
მიმდინარე სეზონში მემფის დეპაიმ 27 თამაში ჩაატარა და 15 გოლის გატანა მოახერხა. ის „ლიონში“ 2016 წლიდან თამაშობს, მანამდე კი „მანჩესტერისა“ და პსვ ეინდჰოვენის წევრი იყო.