მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსი” დემბელესთვის ბრძოლაში ერთვება

“იუვენტუსი” დემბელესთვის ბრძოლაში ერთვება

ტურინის „იუვენტუსი“ ფრანგული „ლიონის“ თავდამსხმელის მუსა დემბელეს შეძენაზე სერიოზულად ფიქრობს. Calciomercato-ს ცნობით, იტალიური მხარე ამჯერად აქცენტს სამომავლო გეგმებზე აკეთებს და 23 წლის შემტევიც ამიტომ მოინიშნა.

დემბელე „ლიონმა“ ერთი წლის წინ „სელტიკიდან“ 22 მილიონ ევროდ შეიძინა და მოსალოდნელია, რომ გაორმაგებულ თანხაზე ნაკლებად არ შეელევა. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ ჟან-მიშელ ოლამ (ფრანგული გუნდის პრეზიდენტი) აღნიშნა, რომ დემბელე არ იყიდება. თუმცა, სასურველი წინადადების მიღების შემთხვევაში ოლას გადარწმუნება ადვილად შეიძლება.

დემბელემ გასულ სეზონში „ლიონის“ რიგებში 46 მატჩში 20 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი, 2 შეხვედრაში თავის სამჯერ გამოჩენა მოასწრო.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *