იუვენტუსის ურუგვაელი ნახევრამცველი როდრიგო ბენტაკური ბარსელონას ინტერესთა სფეროში მოექცა.
La Gazzetta dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინული კლუბი მზად არის შეელიოს 22 წლის ურუგვაელს 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ.
წყაროს ინფორმაციით, კლუბები უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებენ და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. აღსანიშნავია, რომ ბლაუგრანა ბენტაკურს 2018 წლის ბოლოდან აკვირდება.
ბენტაკური იუვენტუსში 2017 წლიდან თამაშობს. მანამდე ის ორი წლის განმავლობაში ბოკა ხუნიორსის რიგებში ირიცხებოდა და ორჯერ მოიგო არგენტინის ჩემპიონატი. როგორც იუვენტუსის ფეხბურთელი ურუგვაელი ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, ასევე მოიგო იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი. ივნისში ნახევარმცველმა ბებერ ქალბატონთან ხელშეკრულება 2024 წლამდე გაახანგრძლივა.