ტურინის „იუვენტუსი“ დანი ალვეშის დამატებაზე ფიქრობს. იტალიური მედიის ცნობით, კლუბში განიხილავენ საკითხს, რომ 36 წლის ბრაზილიელი დაიბრუნონ.
ალვეში პსჟ-დან წასვლის შემდეგ თავისუფალი აგენტია, თუმცა საკმაოდ მაღალ ხელფასს ითხოვს. „იუვეს“ ბოსები“ კი სწორედ გასამრჯელოს საკითხზე მსჯელობენ.
აღსანიშანვია, რომ სამხრეთ ამერიკელით სერიოზულ ინტერესს ლონდონის „არსენალიც“ იჩენს და ტურინელებს კონკურენცია „მეთოფეებთან“ მოუწევთ.
შეგახსენებთ, რომ დანი ალვეში „იუვენტუსში“ 2016-2017 წლების სეზონში თამაშობდა და 28 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა.