ტურინის „იუვენტუსს“ ინგლისური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი რაიან სესენიონი დაუკავშირეს. The Sun-ის ინფორმაციით, „ფულჰემის“ 19 წლის ფეხბურთელში ტურინელები მზად არიან 45 მილიონი ევრო გადაიხადონ.
სესენიონი მარცხენა ფლანგის მოთამაშეა, რომელსაც მთელი ფლანგის კონტროლი შეუძლია. მას გასული სეზონი ჰქონდა გამორჩეული, როდესაც ჩემპიონშიფში 52 თამაშში 16 გოლი გაიტანა. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში კი 32-ჯერ ითამაშა და თავი ორჯერ გამოიჩინა.
ფეხბურთელს მსურველები არ აკლია და „იუვეს“ გარდა ინტერესს „მანჩესტერი“, „ტოტენჰემი“, „ლივერპული“, პსჟ და „დორტმუნდი“ იჩენენ.
საინტერესო ის გარემოება, რომ „ფულჰემი“ პრემიერლიგიდან გავარდა და ამან შესაძლოა რაიანის გუნდიდან წასვლ დააჩქაროს.