ტურინის “იუვენტუსი” 2019-2020 წლების სეზონში განსხვავებული დიზაინის ფორმით ითამაშებს. ჯერჯერობით ინფორმაციას ტურინული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად არ ადასტურებს, მაგრამ სოციალურ ქსელში უკვე გაჩნდა ფედერიკო ბერნარდესკისა და პაულო დიბალას ფოტოები.
როგორც ფოტოებიდან ჩანს, ბერნარდესკი და დიბალა “ალიანც სთედიუმზე” იმყოფებიან და მომავალი სეზონის მაისურები აცვიათ.
ფერები ტრადიციულად შავ-თეთრი იქნება, მაგრამ განსხვავებული დიზიანით: შავ და თეთრ ფერს ერთმანეთისგან პატარა ვარდისფერი ხაზი გამოყოფს. მოსალოდნელია, რომ უახლოეს ხანებში ამ მაისურს კლუბი ოფიციალურად წარადგენს.
რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ საშინაო ფორმაა და გასვლითი ფორმის ვერსია ჯერჯერობით არ გახმაურებულა.