ტურინის „იუვენტუსს“ დანიელე რუგანი სავარაუდოდ დატოვებს. კლუბი ცდილობს ფეხბურთელისთვის ისეთი გუნდი მოძებნოს, რომელიც ყველასთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება.
იტალიური მედიის ცნობით, „იუვემ“ რუგანი „რომას“ შესთავაზა, რომელთანაც ახლოს იყო გასულ ზაფხულს.
თუმცა, ამჯერად სიტუაცია შეიცვალა, რადგან რომაულ გუნდს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს და რუგანის საკმაოდ მაღალი ხელფასის გადახდის უნარი არ შესწევს (4 მილიონ ევრომდე სეზონში), ამიტომაც, ტრანსფერზე უარს ამბობს.
შეგახსენებთ, რომ რუგანის „იუვესთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული და შავ-თეთრი მაისურით 2015 წლიდან თამაშობს.