მთავარი / სიახლეები / “იუვემ” პელეგრინი “ჯენოაში” გაანათხოვრა

“იუვემ” პელეგრინი “ჯენოაში” გაანათხოვრა

ტურინის „იუვენტუსმა“ ლუკა პელეგრინი „ჯენოაში“ გაანათხოვრა. ახალგაზრდა იტალიელი დღეს გენუაში ჩავიდა და სამედიცინო შემოწმება გაიარა.

ლუკა გენუელთა რიგებში ერთწლიანი იჯარით ითამაშებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ალექს სანდროს დუბლიორი ამ სეზონშიც მატია დე შილიო იქნება და ის ბაზრიდან მოხსნილია.

რაც შეეხება პელეგრინის, „იუვენტუსმა“ შარშან იყიდა, მაგრამ იჯარით „კალიარიში“ დატოვა. როგორც ჩანს, მას შანსი არც წელს მიეცემა. აქვე გეტყვით, რომ „იუვემ“ ცოტა ხნის წინ „ჯენოაში“ მარკო პიაცაც გაანათხოვრა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …