იტალიური „მონცას“ გენერალურმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმ ანდრეა პირლოს შესახებ ისაუბრა და მის მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა.
„პირლოს ვუთხარი, რომ მალე გახდებოდა პირველი გუნდის მწვრთნელი, მაგრამ არ მეგონა, რომ ეს ჩვენი საუბრიდან სამ დღეში მოხდებოდა. ის მოედანზე იყო კარგი მწვრთნელი და სათადარიგო სკამიდანაც ასე იქნება. მან თავიდანდედიდი ნახტომი გააკეთა, სტარტიც კარი ჰქონდა, შეცვალა ფეხბურთელები და მათი ფორმა.
სერია A-ს ახალწვეულები? კულუსევსკიმ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მას უკვე ვიცნობდით „პარმადან“ და ძალიან კარგი ფეხბურთელია“, – თქვა გალიანიმ.