ტურინის „იუვენტუსში“ ალვარო მორატას სამედიცინო შემოწმება დასრულებულია. ესპანელი ფორვარდი სულ მალე კონტრაქტს გააფორმებს და 4 წლის შემდეგ ისევ „იუვეს“ ფეხბურთელი გახდება.
მორატა ტურინში იჯარით ითამაშებს, რომლის ღირებულება 10 მილიონი ევროა, ხოლო 2021 წელს ან 2022 წელს მის გამოსასყიდად „იუვენტუსს“ 45 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. მთლიანობაში ტრანსფერის ფასი 55 მილიონ ევროს აღწევს.
მორატა „იუვენტუსში“ 2014-2016 წლებში თამაშობდა და 93 მატჩში 27 გოლის გატანა მოახერხა.
#Juventus: terminate le visite mediche di Morata // Morata has finished his medical with Juventus 🇪🇸⚪️⚫️ @Goalitalia pic.twitter.com/d4BsRzVa7V
— Romeo Agresti (@romeoagresti) September 22, 2020