მთავარი / სიახლეები / “იუვემ” ლუკა პელეგრინის კონტრაქტი გაუხანგრძლივა

“იუვემ” ლუკა პელეგრინის კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ტურინის „იუვენტუსმა“ ლუკა პელეგრინის კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივა. ამის შესახებ რომეო აგრესტი წერს, რომელიც „იუვეს“ შესახებ ინფორმაციებზე მუშაობს.

იტალიელი ჟურნალისტის განცხადებით, სულ მალე ტურინული კლუბიც გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას, მაგრამ ეს უკვე ფორმალობა და მხოლოდ დროის საკითხია – ხელშეკრულება განახლებულია.

„იუვემ“ 21 წლის მცველი 2019 წლის ზაფხულში „რომას“ ლეონარდო სპინაცოლაში გაუცვალა. თუმცა, პელეგრინის ჯერ ტურინულ გრანდში შანსი არ მისცემია. შარშან ის „კალიარიში“ გაანათხოვრეს, წელს კი „ჯენოაში“, სადაც 10 მატჩში 1 საგოლე პასი გააკეთა, სწორედ „იუვესთან“.

მიუხედავად იმისა, რომ მას ჯერ „იუვენტუსში“ სეზონი არ გაუტარებია, მაინც ეიმედებათ მისი და კონტრაქტის განახლებაც ამის დასტურია. სხვა გუნდებში კი გამოცდილებისა და სათამაშო პრაქტიკის მისაღებად ანათხოვრებენ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …