მთავარი / სიახლეები / სერია A / ბენტანკური: “იუვეს” 10-ქულიანი ჩამორჩენა ადრეც აღმოუფხვრია”

ბენტანკური: “იუვეს” 10-ქულიანი ჩამორჩენა ადრეც აღმოუფხვრია”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა როდრიგო ბენტანკურმა Sky Sport-ს ინტერვიუ მისცა და გუნდის მდგომარეობაზე ვრცლად ისაუბრა. ურუგვაელი ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ „იუვე“ სკუდეტოს მოსაგებად ბოლომდე იბრძოლებს.

„ფიორენტინასთან“ მატჩზე – წინა თამაშები დიდი მენტალიტეტით ვითამაშეთ, მაგრამ „ფიორენტინასთან“ ასე არ იყო. ამ მატჩმა აჩვენა, რომ ყველა გამოწვევას პირვლივე წუთიდან სწორი მენტალიტეტით უნდა შევხვდეთ, თორემ სხვები შეგვჭამენ. თუმცა ეს თამაში წარსულია, ჩვენ ვფიქრობთ 2021 წლის დასაწყისზე როგორც ჩვენ ვიცით – გამარჯვებით.

-10 ქულა ლიდერთან – ჯერ კიდევ სკუდეტოს ბრძოლაში ვართ, ეს ვიცით. ეს უკვე მოხდა, ჩემს მოსვლამდე, როდესაც „იუვენტუსი“ 10 ქულით ჩამორჩებოდა ლიდერს, მაგრამ მაინც ჩემპიონი გახდა. ყოველი მატჩის შემდეგ უნდა ვიფიქრობთ მომდევნო მატჩის მოგებაზე. ყველა პირდაპირ კონკურენტთან სათამაშო გვაქვს. ეს არის ის მენტალიტეტი, რომელიც უნდა გვქონდეს.

პირლო მწვრთნელად – პირლოს მსგავსი მწვრთნელის ყოლა ჩვენთვის დიდი პატივია. ის დახმარებას გვიწევს და შესანიშნავ საქმეს აკეთებს ყველას გასაუმჯობესებლად. როდესაც სათადარიგო სკამისკენ ვიყურებით და მას ვხედავთ, ჩვენთვის დამატებით რაღაცას ნიშნავს. ვიცი, რომ კიდევ უნდა მოვუმატოთ, მაგრამ ჯერ ბევრი თამაშია დარჩენილი.

ყველა „იუვეს“ წინააღმდეგ – სწორი მენტალიტეტით უნდა ვითამაშოთ. სერია A-ში ნებისმიერ გუნდს სურს გამარჯვება, განსაკუთრებით ჩვენს წინააღმდეგ. ისინი კარგად თამაშობენ, რამდენიმე კარგი თამაში ჩაატარეს და ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ. თუმცა, ჩვენ სწორი მენტალიტეტით უნდა ვითამაშოთ და თუ ამას შევძლებთ, ყველა თამაშს მოვიგებთ სკუდეტოსთვის.

2021 წელი – ყოველთვის ისე უნდა ვიცხოვროთ, თითქოს ეს ბოლო დღეა. ეს ამ წელს ვისწავლე. რამდენიმე დღის წინ ბუენოს-აირესში შემი ბიძაშვილი გარდაიცვალა, ის ჩემი ასაკის იყო. მივხვდი, რომ ყოველდღე ისე უნდა იცხოვრო, თითქოს ბოლოა, რადგან არასდროს იცი რა მოხდება. უნდა ვუთხრათ ახლობლებს, რამდენად გვიყვარს ისინი, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 2021 წლისთვის ვიმედოვნებთ, რომ ვირუსი გაქრება და მთელი მსოფლიო გამოკეთდება. სტადიონზე გულშემატკივრების დაბრუნებაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის. პირად დონეზე იმედი მაქვს, რომ მოვუმატებ, ყოველდღე შეიძლება რაღაცის სწავლა. გულშემატკივრებს ვეტყვი, რომ დარწმუნებულნი იყონ, რადგან „იუვე“ სკუდეტოს მოსაგებად ყოველთვის იბრძოლებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …