ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის თასის ფინალისთვის მზადება დაუყოვნებლივ დაიწყო. მაურიციო სარის გუნდმა „მილანთან“ მატჩის შემდეგ კონტინასას ბაზაზე ივარჯიშა.
მორიგი საწვრთნელი სესია 14 ივნისსაა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ იტალიის თასის ფინალში 17 ივნისს, რომში, „ნაპოლის“ დაუპირისპირდება.