მთავარი / სიახლეები / ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “მილანის” მატჩიდან

ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “მილანის” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსი“ 17 ივნისს, იტალიის თასის ფინალში „ნაპოლის“ დაუპირისპირდება. „ბებერმა სინიორამ“ ნახევარფინალში „მილანის“ ბარიერი დაძლია. გთავაზობთ ფაქტებსა და სტატისტიკას, რომელიც საპასუხო მატჩში დაფიქსირდა.

12 – „იუვენტუსს“ „მილანთან“ ბოლო 12 თამაში არ წაუგია ყველა ტურნირის ჩათვლით (9 მოგება, 3 ფრე). ეს არის ყველაზე ხანგრძლივი სერია ტურინელთა სასარგებლოდ ამ დაპირისპირებაში.

2005 – თითქმის უპრცედენტო თარიღი იყო იტალიის თასის ისტორიაში. ბოლოს სათასო მატჩი იტალიაში ივნისის თვეში 2005 წელს გაიმართა, „რომასა“ და „ინტერის“ ორმატჩიანი ფინალი.

44 – ამ მატჩამდე „იუვეს“ ბოლო 44 საშინაო მატჩში გოლი ჰქონდა გატანილი.

1 – ეს იყო სეზონში პირველი თამაში, როდესაც კრიშტიანუ რონალდუ, დუგლას კოშტა და პაულო დიბალა, სამივე ერთად ძირითადში იყვნენ.

2 – კრიშტიანუ რონალდუმ „იუვენტუსის“ მაისურით მეორე პენალტი ვერ გაიტანა. პირველად ეს 2019 წლის იანვარში „კიევოსთან“ მოხდა.

13 – „იუვენტუსმა“ პირველ ტაიმში კარისკენ 13-ჯერ დაარტყა და ამ სეზონში უფრო მეტი მცდელობა მხოლოდ „ლეჩესთან“ იყო (15). „მილანს“ კი პირველ ტაიმში ამდენი დარტყმა ამ მატჩამდე არ ჰქონდა მიღებული მიმდინარე სეზონში.

3 – დუგლას კოშტამ „იუვენტუსში“ 50-ე, ბლეზ მატუიდიმ მე-100, ხოლო მირალემ პიანიჩმა 150-ე მატჩი ჩაატარეს.

19 – „იუვენტუსი“ იტალიის თასის ფინალში მე-19-ედ გავიდა, რაც რეკორდია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …