ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „მილანთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, დაბრუნება მარტივი არ იყო, მაგრამ საწყისი 30 წუთი ძალიან მოეწონა.
„შესანიშნავი გრძონაა სთადარიგო სკამზე დაბრუნება და გუნდის ნახვა სამი თვის შემდეგ, თუნდაც იმის მიუხედავად, რომ გულშემატკივრები გვაკლდნენ. ეს მარტივი არავისთვისაა.
გუნდი ძალიან მომეწონა საწყის 30 წუთში, შემდეგ კი რიტმსა და ინტენსივობაში ჩავვარდით. თუმცა, ამ მომენტში თამაში ბევრ რისკს შეიცავს. ფეხბურთელები კვირეების განმავლობაში დივანზე იმყოფებოდნენ და დაბრუნება არ არის მარტივი. ეს გაცილებით უარესია, ვიდრე პრესეზონი, რადგან ასეთ დროს ფეხბურთელები უფრო მცირე დროით არიან შეჩერებულნი და აქტიურებადაც რჩებიან. ცოტა მოთმინებაა საჭირო, მაგრამ დღეს პირველი ნახევარი საათი მნიშვნელოვანი იყო.
რონალდუ? ბოლოს მასაც გაუჭირდა, მაგრამ ითამაშა ის მატჩი, რომელიც უნდა ეთამაშა, სამწუხაროდ პენალტის დროს არ გაუმართა. ვის ვისურვებ ფინალში? კარგი თამაში იქნება, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენ ფინალში ვართ“, – თქვა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ იტალიის თასის ფინალში 17 ივნისს, „ნაპოლი“ – „ინტერის“ წყვილში გამაჯვებულს შეხვდება.