ტურინის „იუვენტუსმა“ ბერგამოს „ატალანტადან“ დუვან ძაპატას შეძენა გადაწყვიტა. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, ფაბიო პარატიჩის პირველი სამიზნე შეტევაში სწორედ კოლუმბიელია.
„იუვე“ „ატალანტას“ 30 მილიონ ევროს და ამასთან, მატია პერინის სატრანსფერი უფლებებს შესთავაზებს. ბერგამოელთა პასუხი უცნობია.
ტურინში თვლიან, რომ კრიშტიანუ რონალდუსთვის შეტევაში ძაპატა იდეალური მეწყვილე იქნება. სამხრეთ ამერიკელი ბოლო ორი სეზონია „ატალანტას“ ერთ-ერთი ლიდერი და საუკეთესო ბომბარდირია.