ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ Sky Sport-ს ინტერვიუ მისცა. ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, კატასტროფული არაფერი ხდება, რადგან პირველ ადგილზე არიან.
„ჩვენი სატურნირო ცხრილი კარგია, პირველები ვართ. მეორე ადგილოსანთან გარკვეული უპირატესობა გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ერთი ტურის წინ უფრო დიდი უპირატესობა გვქონდა, მაინც პოზიტიური რეიტინგია. ჩვენ შეგვეძლო მომენტების უკეთესაც მართვა, მართალია, მაგრამ არაფერია კატასტროფული.
ვფიქრობ, „სან სიროზე“ „მილანთან“ რაღაც უჩვეულო და ძნელად ასახსენილი მოხდა, ეს არ არის რაციონალური. თამაშები უკეთ უნდა ვმართოთ.
ბურთს ბოლო დროს ნაკლებად ვაკონტროლებთ, მაგრამ მაგალითად „ატალანტასთან“ კარგი რეაგირება მოვახდინეთ და თამაში გადავარჩინეთ, ასევე, „სასუოლოსთან“ ძალიან კარგ გუნდთან არ წავაგეთ. „ლაციოსთან“ მატჩი? არ ვფიქრობ, რომ ეს თამაში გადამწყვეტია“, – თქვა რაბიომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ რომის „ლაციოს“ 20 ივლისს ტურინში დაუპირისპირდება.