ტურინის „იუვენტუსმა“ „ფლამენგოს“ მცველი ვესლი დაიმატა. ამის შეახებ ინსტაგრამის მეშვბეობით თავად სამხრეთ ამერიკელი იტყობინება.
„ახალი ისტორიის დასაწყისი“, – დაწერა მან.
ჯერჯერობით ეს ინფორმაცია „ბებერი ქალბატონის“ ვებგვერდს არ დაუდასტურებია, თუმცა ცნობილია, რომ ვესლი „იუვეს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რადგან „ფლამენგოსთან“ ფეხბურთელმა კონტრაქტი არ გაახანგრძლივა, რომელიც ზაფხულში იწურება.
საინტერესოა, რომ ვესლიმ მოგვიანებით პოსტი ინსტაგრამიდან წაშალა.
ვესლი 19 წლისაა და 2017 წელს ბრაზილიის 17 წლამდე ნაკრებში სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.