მთავარი / სიახლეები / “აიაქსი” – “იუვენტუსიდან” ფაქტები და სტატისტიკა

“აიაქსი” – “იუვენტუსიდან” ფაქტები და სტატისტიკა

ტურინის „იუვენტუსმა“ „აიაქსთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში ფრედ, 1:1 ითამაშა. ამ შეხვედრის სტატისტიკური მონაცემები და ფაქტები ასეთია:

23 კრიშტიანუ

რონალდუზე მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში „იოჰან კრუიფ არენაზე“ არავის გაუტანია. პორტუგალიელის ანგარიშზე ამ სტადიონზე უკვე 6 გოლია. იგივე შედეგი აქვს ზლატან იბრაჰიმოვიჩსაც.

კრიშტიანუმ ჩემპიონთა ლიგაზე თავური დარტყმით 23-ე გოლი გაიტანა.

სწრაფი გოლი

დავიდ ნერეშის გოლი პირველია მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე, რომელიც „იუვემ“ მეორე ტაიმის საწყის 15 წუთში გაუშვა.

ბრაზილიელმა მეორე ტაიმის ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა (45:29) 2018 წლის მაისის შემდეგ, როდესაც კარიმ ბენზემამ „ბაიერნს“ გაუტანა (45:21).

ლეოს მატჩები ჩემპიონთა ლიგაზე

ლეონარდო ბონუჩიმ „იუვენტუსის“ მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე 57-ე თამაში ჩაატარა, პაოლო მონტეროს გაუთანაბრდა და ამ შედეგით მე-6 ადგილზე იმყოფება „ბიანკონერის“ ისტორიაში.

100%

„იუვენტუსმა“ მეტოქის კარის ჩარჩოში დაარტყა. რონალდუს გადამწყვეტი თავური.

მარცხენა ფლანგი

„იუვენტუსმა“ ბურთის ფლობის 50% შეტევის მარცხენა ფლანგზე დააფიქსირა, რაც ალექს სანდროს, დუგლას კოშტასა და ფედერიკო ბერნარდესკის დამსახურებაა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …