მთავარი / სიახლეები / ტოტი: “იმედია, “იუვე” ნახევარფინალში გავა”

ტოტი: “იმედია, “იუვე” ნახევარფინალში გავა”

იტალიური ფეხბურთისა და „რომას“ ლეგენდა ფრანჩესკო ტოტი იმედს გამოთქვამს, რომ ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავა.

„აიაქსთან“ მთელი შეხვედრა არ მინახავს, რადგან ოჯახური ვახშამი მქონდა. მეოთხედფინალში ყველა თამაში რთულია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ყველას შეუძლია ამ ეტაპზე გამარჯვება, მაგრამ იმედია, საბოლოოდ, მომდევნო ეტაპზე იტალიური გუნდი გავა“, – თქვა ტოტიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „აიაქსის“ საპასუხო შეხვედრა 16 აპრილს, ტურინში გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …