ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ბლეზ მატუიდიმ „აიაქსთან“ მატჩის 74-ე წუთზე ტრავა მიიღო და მოედანი დატოვა.
ჯერჯერობით ფრანგის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია, მაგრამ თავად ჟურნალისტებს ლაკონურად განუცხადა:
„ყველაფერი კარგადაა, დამშვიდდით“, – თქვა ბლეზმა.
თუმცა, ყველაფერი დეტალურად სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვევა, რომელიც მატუიდის უახლოეს ხანებში უნდა ჩაუტარდეს.