ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-15 ტურში კრიშტიანუ რონალდუს დუბლითა და ფედერიკო კიეზასა და პაულო დიბალას გოლებით „უდინეზე“ 4:1 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.
შჩესნი 6 – ყურადღებით იყო, სუპერსეივები არ გაუკეთებია, ფეხით ზოგჯერ იბნეოდა და ორჯერ ხარიხამ გადაარჩინა.
დანილო 6 – ნაკლებად ჩანდა თანაგუნდელებთან შედარებით, მაგრამ უფრო მყარი იყო. ზეგელაარის გოლის დროს შეცდა, დაცვის ცენტრში ადგილზე დარჩა, მაგრამ შემდეგ დიბალაზე საგოლე პასით გამოისყიდა.
ბონუჩი 6.5 – 2021 წელი გაცილებით უკეთ დაიწყო, ვიდრე 2020 წელი დაასრულა.
კიელინი შ.გ – კაპიტანი დიდი ხნის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა, რამდენიმე წუთით.
დე ლიხტი 6.5 – „უდინეზეს“ თავდამსხმელებს ყველგან დაყვებოდა.
ალექს სანდრო 5.5 – ხშირად ზეწოლის ქვეშ იყო და შეეძლო უკეთ გამკლავებოდა. სარსენის დარტყმის დროს შეცდა და გუნდი ხარიხამ გადაარჩინა.
ფრაბოტა შ.გ – ფრაბოტამ მოედანზე რამდენიმე წუთი გაატარა.
კიეზა 7 – ცუდი პირველი ტაიმი ჰქონდა, მეორე ტაიმში ის თამაშში დაბრუნდა და შესანიშნავად.
ბერნარდესკი შ.გ – ფედერიკო თამაშში ბოლო წუთებში ჩაერთო.
მაკკენი 6.5 – ბენტანკურთან შეთამაშები იყო, მაგრამ ცოტა უნდა გაიზარდოს.
არტური 6 – ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა.
ბენტანკური 7 – კარგი თამაში ჰქონდა, როგორც თავდაცვით, ისე შემტევ ფაზაში. რონალდუს საგოლე პასი გაუკეთა, როდესაც მეტოქეს ბურთი წაართვა.
რემზი 6.5 – შუქი და ჩრდილი. რონალდუს გოლის დროს დე პაულს ბურთი მოპარა, შემდეგ თავად დაკარგა საჯარიმოსთან და „იუვე“ გოლს გადაურჩა, მეორე ტაიმში კი გოლი არ ჩაუთვალეს.
კულუშევსკი შ.გ – შვედმა ბოლო წუთები გაატარა მოედანზე.
დიბალა 6 – იბრძვის, მაგრამ ეს მცირეა. ის საჯარიმოში თითქმის არ გვინახავს, მაგრამ ბოლოს გაიტანა გოლი, რომელიც შეიძლება ბევრს ნიშნავდეს განსაკუთრებით მორალურ დონეზე.
რონალდუ 8 – შეგიძლია ყველაფრის განხილვა, მაგრამ რონალდუ რონალდუდ რჩება. თუ საჭიროა გოლი, ის აქ არის. კიეზას შესანიშნავი პასიც გაუკეთა.
პირლო 6.5 – დე პაულის გოლის გაუქმებით „იუვენტუსმა“ გაიღვიძა, მაგრამ საჭირო აღმოჩნდა შესანიშნავი რონალდუ, რომელმაც მაგარი გოლი გაიტანა. პირლოს „სან სიროზე“ სიმართლის მატჩი ელოდება.