ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა როდრიგო ბენტანკურმა „უდინეზესთან“ (4:1) მატჩის შემდეგ ისაუბრა. ურუგვაელი ფეხბურთელის განცხადებით, გუნდმა მთელი თამაში ერთნაირი მენტალიტეტი უნდა აჩვენოს და არ უნდა მოდუნდეს.
„კარგად არ დაგვიწყია, შემდეგ მოგების სურვილი გამოვავლინეთ და შესანიშნავი მეორე ტაიმი ჩავატარეთ. თუმცა, ისეთი გოლი გავუშვით, რომელიც არ უნდა გავუშვათ. საჭიროა 90 წუთის განმავლობაში ერთნაირი მენტალიტეტი, არასდროს უნდამოვდუნდეთ. ახლა დავისვენებთ და „მილანზე“ ვიფიქრებთ“, – თქვა ბენტანკურმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სატურნირო ცხრილში 27 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 6 იანვარს, სტუმრად „მილანთან“ გამართავს.