ლივერპულის „ევერტონის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „მილანი“ – „იუვენტუსის“ მატჩისა და ანდრეა პირლოს შესახებ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, ეს თამაში გადამწყვეტი არ არის, მაგრამ გამოაჩენს დაბრუნდა თუ არა „იუვენტუსი“.
„აშკარაა, რომ „მილანი“ ძალიან კარგად მუშაობს, იპოვა სტაბილურობა და სიმტკიცე, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში იბრაჰიმოვიჩი არ ჰყავდა. ოთხშაბათის თამაში გადამწყვეტი არ იქნება, მაგრამ ეს თამაში უპირველეს ყოვლისა იტყვის, დაბრუნდა თუ არა „იუვე“, როგორც ეს გუშინდელი შედეგიდან გამოჩნდა.
პირლო? რას ვურჩევდი? კონკრეტულად არაფერს, მე ის ძალიან მიყვარს და დარწმუნებული ვარ, რომ ის კარგად იმუშავებს „იუვეშ“. სირთულეები ახალი მწვრთნელისთვის ნორმალურია, ყველას სჭირდება ცოტა დრო და ეს ყველასთან ხდება. ყოველთვის არ ხდება, რომ დიდი ფეხბურთელები დიდი მწვრთნელები ხდებიან, მაგრამ არსებობს ბევრი მაგალითი, როდესაც დიდი მწვრთნელები გახდნენ“, – თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 6 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.