ტურინის „იუვენტუსი“ „ბრეშას“ ტალანტით, სანდრო ტონალით სერიოზულ ინტერესს გამოთქვამს და ლომბარდიულ გუნდთან საწყისი კონტაქტიც დაამყარა.
ზაფხულში „ბრეშას“ პრეზიდენტმა მასიმო ჩელინომ ტონალის გაყიდვა გამორიცხა, მაგრამ ახლა ვითარება შეიცვალა და ზაფხულში სასურველი წინადადების შემთხვევაში იტალიელ სუახაზელს შეელევა.
ტონალი 19 წლისაა და მიმდინარე სეზონში ჩინებული გარჯით არაერთი გრანდის ყურადღება მიიქცია.
ტონალის გარდა, „იუვე“ ნიკოლო ძანიოლოსაც არ ეშვება, მიუხედავად იმისა, რომ მან „რომასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა, ფაბიო პარატიჩი აგრძელებს ამ საკითხზე მუშაობას.
ტურინელთა იტალიური სამიზნეები ამით არ იწურება. ფედერიკო კიეზას შესაძლო მოლაპარაკებები ამჟამად შეჩერებულია, მაგრამ არა დახურული.