მთავარი / სიახლეები / Azzurri Legends – იტალიის ვეტერანთა ნაკრების 24-კაციანი შემადგენლობა

Azzurri Legends – იტალიის ვეტერანთა ნაკრების 24-კაციანი შემადგენლობა

შეიქმნა იტალიის ნაკრები ვეტერან ფეხბურთელთა შორის სახელწოდებით „აძურის ლეგენდები“, რომელიც პირველ მატჩს 7 ოქტომბერს, ფიურტში, DFB All Stars (გერმანიის ყველა ვარსკვლავი) გუნდთან ჩაატარებს.

შემადგენლობაში 24 ფეხბურთელი მოხვდა და მათ შორის 13 მსოფლიო ჩემპიონია. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

კარს 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონები ანჯელო პერუცი და მარკო ამელია დაიცავენ. დაცვაში ითამაშებენ 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონი პეტრო ვიერხოვოდი, 2006 წლის  ტრიუმფატორები ფაბიო კანავარო, ფაბიო გროსო, ჯანლუკა ძამბროტა და კრისტიან ძაკარდო. გარდა ამისა, დაცვას გაამაგრებენ კრისტიან პანუჩი, მორენო ტორიჩელი და ფედერიკო ბალძარეტი.

ნახევარდაცვაში ბერლინის საღამოს გმირების, ანდრეა პირლოს, ჯენარო გატუზოსა და სიმონე პეროტას მხარდამხარ ლუიჯი დი ბიაჯო, მასიმო ამბროზინი, სტეფანო ფიორე, დამიანო ტომაზი, ჯულიანო ჯანიკედა და ანჯელო დი ლივიოც გაირჯებიან. აქვე იქნება 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონი, პელეს აზრით, იმავე მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი ბრუნო კონტი.

რაც შეეხება თავდასხმას – შეტევაში გაირჯება 1990 წლის მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი სალვატორე (ტოტო) სკილაჩი, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონები ფრანჩესკო ტოტი და ლუკა ტონი, აგრეთვე ფაბრიციო რავანელი.

როგორც უკვე ვთქვით პირველი მატჩი 7 ოქტომბერს გერმანიასთან შედგება. ეს იქნება ერთგვარი რიმეიქი 1970, 1982 და 2006 წლის ლეგენდარული დაპირისპირებების.

იტალია – გერმანია, 5 დაუვიწყარი თამაში

იტალია – გერმანია 4:3 (1970 წელი, მუნდიალი, ნახევარფინალი)

იტალია – გერმანია 3:1 (1982 წელი, მუნდიალი, ფინალი)

იტალია – გერმანია 2:0 (2006 წელი, მუნდიალი, ნახევარფინალი)

იტალია – გერმანია 2:1 (2012 წელი, ევროპის ჩემპიონატი, ნახევარფინალი)

იტალია გერმანია 1:1 პენ: 6:7 (2016 წელი, ევროპის ჩემპიონატი, მეოთხედფინალი)

მთლიანი სტატისტიკა

39 თამაში, იტალია 16 გამარჯვება, გერმანია 9 გამარჯვება, 14 ფრე.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …