ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მოჰამედ სისოკომ Gazzetta Dello Sport-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც „ბებერი სინიორას“ შესახებ ისაუბრა.
– სეზონის დასაწყისში მოგწონთ თუ არა სარის „იუვე“?
– დიახ, ნორმალურია, რომ თავდაპირველად დრო სჭირდება. თუმცა, მას შემდეგ, რაც მოახერხებენ სარის სტილის გაგებას და ამას თამაშში გამოხატავენ, მოედანზე ნამდვილი „იუვე“ გამოვა. დარწმუნებული ვარ წელს დიდ წარმატებებს მიაღწევენ.
– ჩემპიონთა ლიგას გულისხმობთ?
– დიახ. ჩემი აზრით, მარტივად შეუძლიათ ამ ტურნირის მოგება, რადგან ძალიან ძლიერები არიან და ეს შეუძლიათ. თანხა ამ თასის მოსაპოვებლად დაიხარჯა, მრავალი წელია ცდილობენ მოგებას და ადრე თუ გვიან ამას მოახერხებენ. მეც ეს მინდა, რადგან ვგულშემატკივრობ.
– სერია A-ში „იუვე“ ისევ ფავორიტია?
– „ინტერს“ და „ნაპოლის“ შეუძლიათ მოიგონ სკუდეტო, მაგრამ „იუვენტუსთან“ გამკლავება მოუწევთ. „ბიანკონერი“ მაინც უპირატესობას ფლობს და წელსაც ფავორიტია. „ინტერს“ წელს ისეთი მწვრთნელი ჰყავს, როგორიც კონტეა, რომელმაც ბევრი ტიტული მოიგო და პოზიტიური შედეგები აქვს. მაგრამ, ვფიქრობ, რომ „იუვე“ კვლავ სხვებზე უკეთესია.
– დაცვის ფალნგებზე „იუვეს“ პრობლემები აქვს. სხვა ვარიანტს ელოდებით?
– ვნახოთ რას იზამს სარი. ადვილი სიტუაცია არაა, მაგრამ ფეხბურთელები, რომლებიც „იუვეს“ ჰყავს, ყველას შეუძლია სხვა პოზიციაზე თამაშ. ამ გუნდის ძალა სწორედ ესაა, რაც საშუალებას იძლევა დაასვენონ ნებისმიერი მოთამაშე.
– ალექს სანდროს სახლში გლოვაა…
– მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ალექს სანდროს და მის ოჯახს ამ დიდი დანაკლისისთვის. მასთან ახლოს ვარ.
– გრძელვადიან პერსპექტივაში, ვინ იქნება ძირითად შემადგენლობაში იგუაინსა და დიბალას შორის?
– პირველი ტურების ნახვის შემდეგ ვფიქრობ, რომ იგუაინი კარგად თამაშბს და იმსახურებს სასტარტოს. კრიშტიანუ რონალდუსთან კარგადაა შეთამაშებული. წელს ბევრი თამაში იქნება და ყველას ექნება თამაშის შესაძლებლობა. თუმცა, ახლა იგუაინი კარგად გამოიყურება და მე მას არ დავასვენებდი.
– მიგაჩნიათ, რომ „იუვე“ რონალდუს გარეშე უკეთ თამაშობს?
– არ ვეთანხმები. კრიშტიანუმ „იუვეს“ კიდევ რაღაც შესძინა. არ შემიძლია ვთქვა, რომ მის გარეშე „იუვენტუსის“ უკეთ თამაშობს. როდესაც ის მოედანზეა, ცხადია თანაგუნდელებზე მეტი მნიშვნელობისაა. მეტოქეებს მისი შიში აქვთ და ეს შესაძლოა გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდეს. ძალიან ძლიერი და გუნდისთვის შეუცვლელი ფეხბურთელია.
– ეთანხმებით ფიფას გადაწყვეტილებას და მესის საუკეთესოდ დასახელებას?
– ჩემი აზრით, ეს სკანდალური გადაწყვეტილებაა. თუ გავიხსენებთ რა გააკეთეს შარშან სადიო მანემ და მოჰამედ სალაჰმა, მათ უნდა გაემარჯვათ და სკანდალურია, რომ ამ ფეხბურთელებს ხმა არ მისცეს. ჩემპიონთა ლიგა მოიგეს და არცერთი მათგანი არ დაუჯილდოებიათ.
– რა აკლია დე ლიხტს, რომ იგივე ფეხბურთი აჩვენოს, რასაც „აიაქსში“ აჩვენებდა?
– მხოლოდ დრო სჭირდება. მან უკვე დაამტკიცა, რომ ძლიერი მოთამაშეა, მაგრამ როდესაც ახალ ქვეყანაში ჩადიხარ, ახლი თანაგუნდელები გყავს, ადაპტაციისთვის დრო გჭირდება. მე არ მაწუხებს მისი ზრდის პროცესი, მხოლოდ დროის საკითხია და „იუვეს“ მსოფლიოში ერთ-ერთი მცველი ეყოლება, ამაში დარწმუნებული ვარ.