მთავარი / სიახლეები / “იუვე” – “სპალი”: ფეხბურთელთა შეფასებები

“იუვე” – “სპალი”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის თასის მეოთხედფინალში „სპალი“ ალვარო მორატას, ჯანლუკა ფრაბოტას, დეიან კულუშევსკისა და ფედერიკო კიეზას გოლებით დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

ბუფონი 6 – 43-ე დაბადების დღე აღნიშნა კაპიტნის სამკლავურით თითქმის სამი წლის შემდეგ. მშვიდი საღამო ნებისმიერ შემთხვევაში.

დრაგუსინი 6 – ძირითად შემადგენლობაში თამაშის შანსი კიდევ ერთი გამოსავალია კონტრაქტის განახლებისკენ „ლაიფციგის“, „ტოტენჰემისა“ და „ნიუკასლის“ ინტერესის მიუხედავად. „იუვეს“ მისი სჯერა, მაგრამ ის მარჯვენა მცველი არ არის.

დემირალი 6 – სამომავლო ცდა დე ლიხტთან დუეტში თამაში. მოედანზე დომინანტი იყო.

და გრასა შ.გ – მას დებიუტი ჰქონდა.

დე ლიხტი 6.5 – მთლიანად გამოჯანმრთელდა, შესანიშნავი ამბავი პირლოსთვის.

ფრაბოტა 7 – „სან სიროზე“ „ინტერთან“ კოშმარული თამაშის შემდეგ, შესანიშნავად ითამაშა, პირველი გოლიც გაიტანა „ბიანკონერიში“ და თან, რა გოლი!

ალექს სანდრო 6 – მისი გამოჯანმრთელება კარგი ამბავია და ახლა საჭიროა დაუბრუნდეს სასურველ კონდიციებს.

ბერნარდესკი 6 – ამჯერად მარჯვნივ ითამაშა და სხვებზე მეტი მოტივაცია უნდა ჰქონოდა, მაგრამ ტრავმა მიიღო.

დი პარდო 6 – ის „სპალში“ გაიზარდა, ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მეორე ტაიმი ითამაშა.

ფაჯიოლი 6.5 – დებიუტი ჰქონდა და შესანიშნავი. პოტენციურად მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ნამდვილი ფეხბურთელი!

მაკკენი შ.გ – ამერიკელმა მხოლოდ 3 წუთი ითამაშა.

რაბიო 7 – პენალტი გამოიმუშავა, უმნიშვნელო ხარვეზების მიუხედავად, ნახევარდაცვაში დომინანტი იყო.

რემზი 6 – ის უნდა დაუბრუნდეს რიტმს და დაიბრუნოს პირლოს ნდობა. ეს თამაში ცუდად ჩაატარა.

კულუშევსკი 7 – ის იმას აკეთებს, რასაც წინ აკეთებს. პოზიტიური თამაში ჰქონდა.

მორატა 6.5 – თავიდანვე პენალტი გაიტანა და ახლა მისთვის სეზონი „სამპდორიასთან“ მატჩით უნდა განახლდეს.

კიეზა 7 – დიდი მონდომებით ჩაერთო თამაშში, კულუსევსკის საგოლე პასი გაუკეთა, შემდეგ მეოთხე გოლი თვითონ გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ იტალიის თასის ნახევარფინალში „ინტერს“ დაუპირისპირდება (ჯერ სტუმრად, მერე შინ), ხოლო მანამდე 30 იანვარს, სერია A-ში გენუის „სამპდორიას“ სტუმრად შეხვდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …