იტალიის თასზე „სპალთან“ „იუვენტუსის“ ნახევარდაცვის ცენტრში ნიკოლო ფაჯიოლიმ ითამაშა და მას დებიუტი ჰქონდა. 19 წლის ფეხბურთელმა საყოველთაოდ დადებითი შეფასება დაიმსახურა და მან ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
ფაჯიოლი „იუვეს“ 23-წლამდე გუნდში გამთამაშებელია, მაგრამ ანდრეა პირლომ ის რეჯისტას პოზიციაზე ათამაშა. დაახლოებით ისე გადაუკეთა პოზიცია, როგორც თავის დროზე მას შეუცვალეს მოედანზე როლი… ნიკოლო ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა, რომელზეც ჯერ კიდევ 2018 წელს მასიმილიანო ალეგრიმ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და მაშინ ჯერაც 17 წლის ნახევარმცველი კომპლიმენტებით აავსო.
ნიკოლომ მთავარ გუნდში დებიუტის შემდეგ ინსტაგრამში პოსტი გამოაქვეყნა:
„დადგა ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღე. ამაზე ბავშვობიდანვე ვოცნებობდი, როგორც „იუვეს“ გულშემატკივარი. უპირველეს ყოვლისა ჩემს ოჯახს ვუძღვნი და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემთან ყოველთვის ახლოს იყო. მსხვერპლის გაღება თავს ყოველთვის იჩენს. მადლობას ვუხდი „იუვენტუსს“ ამ შესაძლებლობისთვის, ყველა თანამშრომელს და თანაგუნდელს, ვინც ყოველთვის მეხმარებოდა ვარჯიშიდან ვარჯიშამდე და მოტივაციას მაძლევდა. მადლობა. Fino alla fine Forza Juventus!”, – დაწერა ნიკოლომ.