ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-17 ტურში „სასუოლო“ დანილოს, აარონ რემზისა და კრიშტიანუ რონალდუს გოლებით დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-სვერსიით:
შჩენსი 6 – მას საქმე თითქმის არ ჰქონია, გაშვებული გოლის დროს კი პრაქტიკულად არაფერი შეეძლო.
დანილო 7 – კარგი თამაში, უპრობლემოდ გააკონტროლა ტრაორე. შესანიშნავი გოლი გაიტანა მეორე ტაიმის დასაწყისში, შემდეგ კი საოცარი საგოლე პასიც გააკეთა. ალბათ საუკეთესო სეზონი აქვს „პორტუში“ ჩატარებული ოქროს წლების შემდეგ.
ბონუჩი 5 – მატჩის დასაწყისშივე ყვითელი ბარათი მიიღო კაპუტოსთან უხეშობის გამო. შემდეგ მან დაკარგა დეფრელი, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა.
დემირალი 6 – ბონუჩიზე უკეთ ითამაშა, მაგრამ დეფრელი გოლში არც ის ყოფილა უნაკლო.
ფრაბოტა 6 – საკმაოდ ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ყველაფერი რემზიზე საგოლე პასით გამოისყიდა.
კიეზა 6 – მას „მილანთან“ თამაშის შემდეგ სტაბილურობა უნდა ეჩვენებინა, რაც ვერ შეძლო, მაგრამ სანტიმეტრიც არ დაუთმია და ობიანგის მასთან უხეშობის გამო გააძევეს.
ბერნარდესკი შ.გ – მან ბოლო რამდენიმე წუთი ითამაშა.
არტური 5.5 – მას არცერთი გადამწყვეტი პასი არ გაუკეთებია.
ბენტანკური 5.5– ყვითელი ბარათი მიიღო, მაკკენის გარეშე ყველას ნაცვლად სირბილი მოუწია.
რაბიო 5.5 – ლოკატელისთან დუელი წააგო.
მაკკენი 6 – ძალია კარგად დიაწყო, მაგრამ ტრავმამ აიძულა მოედანი მალევე დაეტოვებინა.
რემზი 7 – თამაშის სურვილით ჩაერთო და ბოლოს გადამწყვეტი გოლიც გაიტანა.
მორატა შ.გ – ესპანელი დაბრუნდა და ეს კარგი სიახლეა.
დიბალა 5.5 – 43-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს, მაგრამ მანამდე ვერაფერი მოახერხა და შეუმჩნეველი იყო.
კულუშევსკი 6.5 – პირველი ტაიმის ბოლოს ჩაერთო თამაშში, მაგრამ შესვენებამდე ორი საგოლე მომენტი ჰქონდა, ერთი წარმოუდგენელი, პრაქტიკულად ცარიელ კარში. მეორე ტაიმში რონალდუს საოცარი პასი გაუკეთა – ტოპმოქმედება იყო.
რონალდუ 5.5 – ყოველთვის აგვიანებდა, წარმოუდგენელი მომენტი ვერ გამოიყენა, რაც შეიძლებოდა გუნდს ძვირად დაჯდომოდა. ბოლოს გაიტანა, მაგრამ ეს მის ცუდ თამაშს არ აფერადებს.
პირლო 6 – „იუვემ“ ისევ ვერ ითამაშა კარგად, მაგრამ შედეგი მიიღო. „სან სიროზე“ კარგი თამაშით მოგების შემდეგ „იუვეს“ „სასუოლოსთან“ შინ გაუჭირდა რიცხობრივ უპირატესობაში. თუმცა, მძიმე სამი ქულა მოიპოვა.