ტურინის „იუვენტუსის“ მცველი დანილო „სასუოლოსთან“ საუკეთესო იყო. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა და საგოლე პასიც შეასრულა. მან თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„როდესაც ნაკლებად ორგანიზებულად თამაშობ, ყველა მატჩი რთულდება, თუნდაც რიცხობრივ უპირატესობაში იყო. ადვილი არ არის ამდენი თამაშის ჩატაება, მეც დავუშვი რამდენიმე შეცდომა, რომელიც არ უნდა დამეშვა, მაგრამ კარგად ვიმუშავეთ და მოვიგეთ.
სეზონის პირველ ნაწილში ბევრი ქულა დავკარგეთ, რაც არ უნდა დაგვეკარგა. ვინც „იუვეში“ თამაშობს, მზად უნდა იყოს ყველა თამაშის მოგების წნეხისთვის. გოლი? როგორც ახლა ვთამაშობთ, წინ წასასვლელად ნაკლები შესაძლებლობა მაქვს, გამიმართლა, რომ ბურთი ჩემს წინ წამოვიდა და გავიტანე. საბედნიეროდ მოვიგეთ და ახლა „ჯენოასთან“ მატჩზე ვიფიქრებთ“, – თქვა დანილომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 13 იანვარს, იტალიის თასის მერვედფინალში „ჯენოას“ წინააღმდეგ გამართავს.