ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა იტალიურ მედიასთან გუნდის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა. მან კომენტარი „სასუოლოს“ ნახევარმცველ ფაბიო პარატიჩიზე გააკეთა და თქვა, რომ ის კარგი ფეხბურთელია.
„ჩვენ კმაყოფილები ვართ იმ ფეხბურთელებით, რომლებიც გვყავს. ლოკატელი კარგია, მაგრამ „სასუოლოში“ თამაშობს და მსოფლიოში ბევრი კარგი ფეხბურთელია. გვჯერა, რომ კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავს, ამიტომ, ვთამაშობთ, ყოველდღე ვაკეთებთ ჩვენს შეფასებებს, ყოველგვარი საჭიროების გარეშე, რადგან გუნდი დაკომპლექტებულია. შემდეგ ბაზარზე ჩნდება შესაძლებლობები, რომელსაც ხელმძღვანელობა ზოგჯერ იყენებს და ზოგჯერ არა.
ანომალიური სეზონი კორონავირუსის გამო? ეს გასული სეზონის ფინიშზეც მოხდა. ყოველ სამ დღეში თამაში მაყურებლის გარეშე, ფეხბურთელები მანქანები არ არიან, მაგრამ ყველასთვის ერთნაირი მდგომარეობაა“, – თქვა პარატიჩიმ.