მთავარი / სიახლეები / “იუვე” პოგბაში 70 მილიონთან ერთად რაბიოსაც თმობს

“იუვე” პოგბაში 70 მილიონთან ერთად რაბიოსაც თმობს

პოლ პოგბას და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ურთიერთობა პრაქტიკულად დასასრულს მიუახლოვდა. მინო რაიოლამ რამდენიმე დღის წინ ინგლისური კლუბი საჯაროდ გააკრიტიკა და პოგბას მთავარ პრობლემად სწორედ „მანჩესტერი“ დაასახელა.

Daily Star-ის ინფორმაციით კი, „იუვენტუსი“ მზადაა ფრანგი დაიბრუნოს. ამისთვის ინგლისურ გრანდს 70 მილიონ ევროსა და ადრიენ რაბიოს სთავაზობენ.

„იუნაიტედის“ ხელმძღვანელთა პასუხი ხსენებულ წინადადებაზე ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ პოგბა „იუვედან“ „მანჩესტერში“ 2016 წელს 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ფრანგისთვის ბრძოლაში ტურინელთა მთავარი კონკურენტი მადრიდის „რეალია“.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …