„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და პორტუგალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ნანიმ განაცხადა, რომ 2014 წელს „იუვენტუსში“ გადადიოდა, მაგრამ ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა.
„2014 წელს კონტრაქტის განახლების შემდეგ ტრავმა მივიღე. იმის მიუხედავად, რომ ათასი წინადადება მქონდა, კლუბმა იფიქრა, რომ კონტრაქტის განახლებით ჩემს შენარჩუნებას შეძლებდნენ. სხვა ფეხბურთელები თამაშობდნენ, თანაც ბავშვები. ამაზე ვფიქრობდი და ვამბობდი, რომ მართლა უნდა წავსულიყავი.
ტრავმის მოშუშების შემდეგ „იუვენტუსში“ უნდა წავსულიყავი, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. „იუვენტუსს“ ჩემი დამატება სურდა, „იუნაიტედიც“ თანახმა იყო, მწვრთნელმაც თქვა დიახ. ბოლო წუთს, სატრანსფერი ბაზარი პრაქტიკულად დახურული იყო, „იუნაიტედში“ გადაწყვეტილება შეცვალეს და არ გამიშვეს.
ვიკითხე, რატომ, მაგრამ მხოლოდ ის მიპასუხეს, რომ იქ უნდა დავრჩენილიყავი და არ უნდა წავსულიყავი. გავბრაზდი, მაგრამ ვიფიქრე, რომ რადგან ჩემი შენარჩუნება გადაწყვიტეს, გუნდისთვის მნიშვნელოვან მოთამაშედ მთვლიდნენ. შემდეგ ვან გაალი მოვიდა და მითხრა, რომ უნდა წავსულიყავი. ამიტომ, პირველივე შესაძლებლობაზე „სპორტინგში“ დავბრუნდი“, – თქვა ნანიმ.