ტურინის „იუვენტუსი“ შესაძლოა იანვარში ემრე ჯანმა აღარ დატოვოს. გერმანელი სეზონის პირველი ნაწილით და მეტწილად, ჩემპიონთა ლიგის განაცხადს მიღმა დარჩენით უკმაყოფილო იყო.
თუმცა, სამი ხედირას მძიმე ტრავმამ, რომელიც გუნდს მარტამდე ვერ დაეხმარება გეგმები შეცვალა. ემრემ სწორედ ხედირა უნდა შეცვალოს და მისი წასვლის შემთხვევაში ნახევარდაცვაში დიდი ხვრელი გაჩნდება.
აქედან გამომდინარე, დიდი შანსია, რომ ჯანმა მიმდინარე სეზონი „იუვენტუსში“ დაასრულოს, შესაძლო ტრანსფერი კი, ზაფხულში შედგეს. თუმცა, ისიც არაა გამორიცხული, რომ ზაფხულამდე ვითარება შეიცვალოს და ემრე ჯანისა და „იუვეს“ გზები საერთოდაც არ გაიყაროს.