მთავარი / სიახლეები / “იუვე” – “ნაპოლი”: ფეხბურთელთა შეფასებები

“იუვე” – “ნაპოლი”: ფეხბურთელთა შეფასებები

„იუვენტუსმა“ „ნაპოლი“ 3:1 დაამარცხა და ლიდერობა განიმტკიცა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Tuttosport-ის ვერსიით:

საუკეთესოდ კრიშტიანუ რონალდუ დასახელდა, რომელმაც სამივე გოლში მიიღო მონაწილეობა.

ვოიცეხ შჩესნი 6.5 – ზიელინსკის დარტყმის შემდეგ გაუმართლა, რადგან ბურთი ძელს მოხვდა. გოლში დანაშაული არ მიუძღვის, ხოლო მეორე ტაიმში კალეხონს ბუფონის სტილში აჯობა.

ჟოაუ კანსელუ 7 – შეიძლება ნაკლებად სანახაბრივად ითამაშა, მაგრამ ეფექტური და სასარგებლო იყო.

ლეონარდო ბონუჩი 6.5 – „ნაპოლის“ პირველი გოლი მის უყურადღებო თამაშს მოჰყვა. თუმცა, აქედან მოყოლებული მოუმატა და ბოლოს გოლიც გაიტანა.

ჯორჯო კიელინი 7 – გაუვალი იყო. ნებისმიერ შემთხვევაში სამაგალითო, ენერგიული.

ალექს სანდრო 6 – 1:0-ზე კალეხონის აყვანა დააგვიანა, მაგრამ მეორე ტაიმში გამოასწორა თამაში.

ემრე ჯანი 6.5 – ბევრ ბრძოლაში მოუწია ჩართვა. ჰქონდა შეცდომებიც, მაგრამ ნორმალური თამაში ჩაატარა.

როდრიგო ბენტანკური 6.5 – 61-ე წუთიდან ითამაშა და შეხვედრაში კარგად ჩაერთო.

მირალემ პიანიჩი 6 – ეს არ ყოფილა მისი საუკეთესო თამაში, მაგრამ თანაგუნდელები რთული მდგომარეობიდან ხშირად გამოყავდა. მოედნის ცენტრში ყოველთვის დამაჯერებლად ირჯებოდა.

ბლეზ მატუიდი 6.5 – გამოცდილება ძალიან კარგად გამოიყენა და ტაქტიკური განათლება გვიჩვენა.

პაულო დიბალა 6 – ზოგჯერ შესამჩნევი ხდებოდა, ზოგჯერ შეუმჩნეველი. მეორე გოლი სწორედ მისი დრიბლინგის შედეგად დაიბადა. მარიო რუიზე კი წითელი ბარათი გამოიმუშავა.

ფედერიკო ბერნარდესკი 6 – 64-ე წუთზე შევიდა. რონალდუს რამდენიმე კარგი გადაცემა გაუკეთა.

მარიო მანჯუკიჩი 8 – როგორ ვთქვათ… გაჩერებაზე ავტობუსს ელოდებოდა (რონალდუს). თუმცა, ორივე გოლში ზუსტად იქ აღმოჩნდა, სადაც საჭირო იყო.

ხუან კუადრადო შ.გ – მხოლოდ 7 წუთი ითამაშა.

კრიშტიანუ რონალდუ 8 – „იუვემ“ თამაში მაშინ დაიწყო, როდესაც რონალდუ ათამაშდა. შემთხვევითობა არაა,რომ სამივე გოლში პორტუგალიელის დიდი წვლილია. მხოლოდ გოლი დააკლდა, მაგრამ ამას ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა. შთამბეჭდავი და სასიამოვნო მატჩი ჩაატარა.

შემთხვევითი სიახლე

Sport: “იუვენტუსი” და “ბარსელონა” აგუეროსთვის იბრძვიან

ესპანური გამოცემა Sport-ი იტყობინება, რომ ვეტერანი არგენტინელი თავდამსხმელის, სერხიო აგუეროს ხელში ჩასაგდებად „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ …

“იუვენტუსი” კინი- დემირალის ბარტერზე ფიქრობს

ტურინის „იუვენტუსს“ მოიზე კინის დაბრუნება სურს. იტალიური მედია ამის შესახებ აქტიურად წერს. კინი ამჟამად პსჟ-ში …