ტურინის „იუვენტუსი“ „უდინეზედან“ როლანდო მანდრაგორას დაბრუნებაზე ფიქრობს. იტალიური მედიის ცნობით, „შავ-თეთრები“ 22 წლის ფეხბურთელის თამაშს ყურადღებით აკვირდებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ მანდრაგორა 2016-2017 წლების სეზონში „იუვეში“ თამაშობდა და ერთი მატჩიც ჩაატარა. 2018 წლის ზაფხულში ტურინელებმა იტალიელი შუახაზელი „უდინეზეს“ 20 მილინ ევროდ მიჰყიდა.
მაშინდელი შეთანხმების საფუძველზე, „ბებერ სინიორას“ ნიჭიერი მოთამაშის დაბრუნება გაყიდვიდან ორი წლის შემდეგ 26 მილიონ ევროდ შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ თავად მანდრაგორაც ტურინში დაბრუნებაზე ოცნებობს:
„ჩემი საყვარელი პოზიციაა ისაა, სადაც ახლა ვთამაშობ. ჩვენ ვიცით პიანიჩისა და ბენტანკურის სიძლიერე, რთული ქიებოდა, მაგრამ სიამოვნებით ვეცდებოდი, რომ „იუვეს“ რეჯისტა ვყოფილიყავი. ამ მომენტში „უდინეზეს“ ფეხბურთელი ვარ, მაგრამ ცხადია, რომ მნიშვნელოვანი გუნდების ინტერესი სასიამოვნოა“, – თქვა როლანდომ.
აქვე გეტყვით, რომ „უდინეზეში“ 2018 წლიდან მანდრაგორამ 51 თამაში ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.