რომის „ლაციოს“ წარმომადგენელი არტურო დიაკონალე სერია A-ს სეზონის გაუქმების წინააღმდეგია. მისი განცხადებით, ეს „იუვენტუსის“ მიზანს ემსახურება, რომელსაც უნდა კონცეტრაცია მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე მოახდინოს და სკუდეტო კაბინეტიდან მიიღოს.
„ისინი, ვისაც მიმდინარე სეზონის ანულირება სურთ, ემსახურებიან მიზანს, რომ სკუდეტო კაბინეტიდან მიიღოს, რათა კონცენტრაცია მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე მოახდინოს, ან თავიდან აიცილონ ქვედა ლიგაში დაქვეითება გასავარდ ზონაში მყოფმა გუნდებმა“, – აღნიშნა დიაკონალემ.
მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 10 ათასს გადასცდა და ვითარება დასტაბილურებისგან შორსაა, „ლაციო“ ერთადერთი გუნდია, რომელსაც სეზონის განახლება და ვარჯიშების დაწყებაც უნდა.