ჩემპიონთა ლიგის მერვედიფნალური მატჩი „იუვენტუსსა“ და „ლიონს“ შორის შესაძლოა 8 აგვისტოს გაიმართოს.
იტალიური მედიის ინფორმაციით, უეფა აღნიშნულ თარიღზე მუშაობს, თუმცა ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში მასპინძლებმა 1:0 მოიგეს და „იუვეს“ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად აუცილებლად ორბურთიანი სხვაობით მოგება სჭირდება.