Tuttosport-მა „იუვენტუსის“ სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა ყველაზე ძვირად შეძენილი ფეხბურთელებისგან.
სათამაშო სქემა 3-4-3 გახლავთ, ხოლო „იუვეს“ ძვირადღირებული 11 ფეხბურთელი ჩამონათვალი ასეთია:
ჯანლუიჯი ბუფონი – 58 მილიონი ევრო („პარმადან“ 2001 წელი)
ლილიან ტურამი – 36 მილიონი ევრო („პარმადან“ 2001 წელი)
მატაის დე ლიხტი – 85.5 მილიონი ევრო („აიაქსიდან“ 2019 წელი)
ლეონარდო ბონუჩი – 35 მილიონი ევრო („მილანიდან“ 2018 წელი)
ფედერიკო ბერნარდესკი – 40 მილიონი ევრო („ფიორენტინადან“ 2017 წელი)
მირალემ პიანიჩი – 32 მილიონი ევრო („რომადან“ 2016 წელი)
ემერსონი – 28 მილიონი ევრო („რომადან“ 2004 წელი)
პაველ ნედვედი – 38 მილიონი ევრო („ლაციოდან“ 2001 წელი)
პაულო დიბალა – 40 მილიონი ევრო („პალერმოდან“ 2015 წელი)
გონსალო იგუაინი – 90 მილიონი ევრო („ნაპოლიდან“ 2016 წელი)
კრიშტიანუ რონალდუ – 105 მილიონი ევრო („რეალიდან“ 2018 წელი)