ტურინის „იუვენტუსი“ ისკოსთვის ბრძოლას აპირებს. Sky Sport-ის ინფორმაციით, „ბებერი სინიორა“ „სამეფო კლუბში“ თავისი მდგომარეობით უკმაყოფილო ესპანელის გადაბირებას ზაფხულში გეგმავს და 70 მილიონი ევროს გაღებასაც აპირებს.
აღსანიშნავია, რომ ისკო მადრიდელთა ძირითად შემადგენლობაში სანტიაგო სოლარის დანიშვნის შემდეგ ვეღარ ხვდება. კაპიტანმა სერხიო რამოსმაც დაადასტურა, რომ ისკოს გუნდის დატოვება უნდა.
როგორც განვითარდება მოვლენები, ამას ზაფხულში ვნახავთ, მაგრამ ტურინელები იმედოვნებენ, რომ პირინელ გამთამაშებელს თავის რიგებში ჩარიცხავენ.