ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩ დაშავდა და ცნობილია, რომ უახლოეს ორ მატჩში („ბოლონიასთან“ და „მილანთან“) ვერ ითამაშებს.
თუმცა, Corriere Torirno უფრო ცუდ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც აღნიშნული გამოცემა იტყობინება, ხორვატს შესაძლოა კუნთის ტრავმა ჰქონდეს და ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, მადრიდის „ატლეტიკოსთან“ პირველ შეხვედრაში თამაშს ვერ მოახერხებს, რომელიც 20 თებერვალს გაიმართება.
ჯერჯერობით, „იუვენტუსს“ მარიოს ტრავმასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.